გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადაეცა

16-03-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა 40 დევნილ ოჯახს გადასცა.

დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15-ერთოთახიანია, 15-ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართები, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. 

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 ათასამდე დევნილი ოჯახი გახდა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930