გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთი ბავშვს დაუდასტურდა

22-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა ევროპული წარმომავლობისაა.

როგორც ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დაინფიცირებულთაგან ერთი ბავშვია.

"ხუთივე ახალი შემთხვევა ევროპული წარმომავლობისაა, მათ შორის ერთი ბავშვია, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული სულ 5 ბავშვი გვყავს და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დადასტურებულ 5 ახალ შემთხვევას, მათ შორის ორი შემოტანილია, ერთი იმ პაციენტთან კონტაქტის შედეგია, რომელიც უკვე მკურნალობს, დანარჩენი ორი შემთხვევის წამომავლობას კი იკვლევენ"-განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან სამი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31