გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა

23-03-2020

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  შტეფენ სიბერტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანცლერს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

”მან დღეს ჩაიტარა კვლევა კორონავირუსზე. ველოდებით შედეგს",-აღნიშნა სიბერტმა.

მისი თქმით, კანცლერს ჯანმრთელობას უამრავი ადამიანი უსურვებს, რაც ძალიან სასიხარულოა.

ცნობისთვის, გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 111, ხოლო ინფიცირებულია 26 220 ადამიანი.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031