გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება

27-03-2020

დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება.
სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან.

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930