გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თაღლითობაში ბრალდებულ ორ პირს 6 და 7 წლით პატიმრობა შეეფარდა

17-03-2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ჩადენაში ბრალდებულები ვ.მ. და თ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ სცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევმა ვ.მ.-მ და თ.შ.-მ, 2017 წლის 6 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტების წარდგენით სცადეს ეგვიპტის მოქალაქის კუთვნილი, 451 220 ლარად ღირებული, ქ.თბილისში მდებარე 2215 კვ/მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულებმა განზრახვის განხორციელება ვერ შეძლეს.


თ.შ. 2017 წელის 16 ივნისს, ხოლო ვ. მ. 2017 წლის 29 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს.


ვ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობისმცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, თ.შ.-ს კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობისმცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.მ.-ს 7 წლით, ხოლო თ.შ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930