გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური თურქეთის შს მინისტრს შეხვდა

17-03-2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.


შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ქატმა ჯერემ იაზგანი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930