გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდაურის კურორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

17-03-2018

საავადმყოფოში მონახულებისას, ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენ ქვეყანაში როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახულებისას, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.


„ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი ინფორმაციით, მუშაობს მთელი გუდაურის კურორტი, ყველა დანარჩენი საბაგირო.

„ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930