გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში პირველადი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

7-04-2020

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში დაიწყო პირველადი სასურსათო პაკეტების დარიგება, შეჭირვებული და მარტოხელა მოსახლეობისათვის.

სასურსათო პაკეტების დარიგება მოხდება ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატების და მოხალისეების ჩართულობით. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება მოსახლეობის მიერ შეგროვებული სასურსათო ნაკრებების დარიგებაც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031