გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარს კაცი ემსხვერპლა

19-03-2018

მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930