გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოტოგრაფი გოგი ცაგარელი გარდაიცვალა

9-04-2020

ქართველი ფოტოგრაფი გოგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახი სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება.

გოგი ცაგარელი მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფოტო მემატიანე იყო. ყველა საინტერესო მოვლენა ასახა მისმა ფოტოობიექტივმა. 9 აპრილის ტრაგედია მსოფლიომ გოგი ცაგარელის ფოტოებით ნახა.

გოგი ცაგარელმა 31 წლის წინ 9 აპრილის ღამეს გადაღებული ფოტოები გუშინ გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.


ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31