გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის საელჩომ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა

10-04-2020

აზერბაიჯანის საელჩომ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის საელჩომ სასურსათო პაკეტები გადასცა. აზერბაიჯანული მხარის შემოწირულობა წითელ ზონაში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის დარიგებიას აქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები სულ 2100-მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს გადაეცა.

 

„აზერბაიჯანის საელჩომ დღეს სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პაკეტები გადმოგვცა, მინდა აზერბაიჯანულ მხარეს ამ თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930