გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლენტეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის მიერ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

11-04-2020


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო პირობები ლენტეხის რაიონში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. ასევე, ადგილზე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან მათ.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31