გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-03-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის, სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის, რუსთავის გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, სადგურის, ამაღლების, ნიშნიანიძის, ზაქარაიას, ჟღენტის, სართანიას, კამალოვის, ზედაუბნის, ლოტკინის, კალიუჟინის, ინწკირველის, თამარაშვილის, ენისელის, მაღაროს, წერონისის, კლდეკარის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, ორბეთის, ნაქალაქევის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, ჩოდრიშვილის, ხუდადოვის, კაჭრეთის, თოდრიას, გორდის, კლდეკარის, ლაითურის და ზედამზის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, მუხიანის I და II მიკრორაიონების, გობრონიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ერწოს, ქვიშხეთის და ხევისუბნის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე გლდანის III და IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031