გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრაზილიაში 99 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა

15-04-2020

ბრაზილიაში, 99 წლის მამაკაცმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია კორონავირუსი დაამარცხა. ერნანდო არმელინდო პივეტა ბრაზილიაში ყველაზე ასაკოვანი პაციენტი გახდა, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა.

ერნანდო არმელინდო პივეტა საავადმყოფოში 6 აპრილს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მიიღეს, 14-ში კი იგი საავადმყოფოდან გაწერეს. ვეტერანს ფილტვის ვენტილატორი არ დასჭირვებია. ის დამოუკიდებლად ახერხებდა სუნთქვას.

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა კორონავირუსის საკონტროლო ტესტი ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

პივეტა ბრაზილიის სამხედრო ძალებში მსახურობდა, რომელმიც მეორე მსოფლიო ომის დროს ხმელთაშუა ზღვის ბრძოლებში მონაწილეობდა.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930