გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი დაიწყო

15-04-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სამართალდამცავებთან ერთად ამოწმებდნენ ოზურგეთი-ლესის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების მსურველ მოსახლეობას.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31