გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედია: კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია

21-04-2020

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია- ამის შესახებ CNN-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930