გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ცოლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

21-04-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს-1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031