გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიაში ქალს ბანკიდან გამოტანილი 50 000 ევროს დანაზოგი მოპარეს

23-04-2020

გერმანიაში ქალს ჩანთა მოპარეს, რომელშიც 50 ათასი ევრო იდო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ჰამბურგში მოხდა. 52 წლის ქალმა პანდემიის გამო ბანკიდან მთელი თავისი დანაზოგი გამოიტანა და თავისი მანქანისკენ ბრუნდებოდა, როცა ველოსიპედით მოძრავმა ქურდმა მას ჩანთა ხელიდან გასტაცა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩანთის ქურდობისას ამხელა თანხის გატაცება იშვიათი მოვლენაა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930