გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო

21-03-2018

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული რეზოლუცია,“ – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია. მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს პრინციპულად იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. რეზოლუციაში ასახულია და დაფიქსირებულია ჩვენი პოზიციები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე ეს არის რეზოლუცია, რომელიც მშვიდობიანად კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს უსვამს ხაზს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930