გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

3-05-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაცით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გორგასლის ქუჩის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის, კონსტანტინე ანდრიაძის, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლები.

კომპანია „GWP“-ის მიერ სატუმბო სადგურზე „ბახტრიონი“ ჩასატარებელი სამუშაოების გამო კი, 15 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას(ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031