გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს

4-05-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი იტყვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას მუშაობაში დაეხმარება“, - განაცხადა წყარომ.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930