გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშინგტონმა ამერიკის მთავარი მტერი დაასახელა

6-05-2020

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი ჩინეთია",- ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტის კანდიდატმა, კონგრესმენმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილ ვითარებას, არამედ კიბერუსაფრთხოების საკითხებსაც ეხება.

"ვაშინგტონს არ სურს პეკინი საერთაშორისო ბაზარს საკუთარ პრინციპებს ჰკარნახობდეს",- აღნიშნა კონგრესმენმა.

რეტკლიფმა ასევე ჩინეთის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტის ”ერთი ქამარი, ერთი გზის” შესახებ ისაუბრა. მან ”სამოქალაქო სამხედრო ინიციატივას” კერძო სექტორის სახელმწიფო ინტერესებზე დაქვემდებარება უწოდა. გარდა ამისა, კონგრესმენის აზრით, ეს ჩინური პროექტი შეერთებულ შტატებისთვის გლობალურ პლიტიკაში ზესახელმწიფოს როლის ჩამორთმევას ისახავს მიზნად.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031