გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიაში კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

7-05-2020

იტალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელსაც კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია. მათ განცხადებას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მეცნიერებმა ცდები უკვე ჩაატარეს თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ მათ ორგანიზმში კორონავირუსზე საპასუხოდ ანტისხეულები-სისხლის პლაზმის ცილები წარმოიქმნა. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ადამიანის უჯრედებში კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია.

ვაქცინის შემქმნელები მზად არიან, მისი ადამიანებზე გამოცდა შემოდგომაზე დაიწყონ.

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ჩვენ მსოფლიოში პირველები ვიყავით, ვინც ვაქცინით კორონავირუსის ნეიტრალიზაციას მიაღწია”, - აცხადებენ იტალიელი მეცნიერები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ ისრაელში განაცხადეს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930