გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინი რუსებს: ჩვენ უძლეველი ვართ, როცა ერთად ვართ

9-05-2020

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსებმა იციან, რომ ისინი დაუმარცხებელი არიან როცა ერთად დგანან.

”ჩვენ გაერთიანებული ვართ საერთო მეხსიერებით და საერთო იმედებით, ჩვენი საერთო მისწრაფებებით, პასუხისმგებლობით აწმყოსა და მომავალზე. ვიცით და მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენ უძლეველი ვართ, როდესაც ერთად ვართ",- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმი არ გამართულა. ონლაინ საზეიმო ღონისძიება ტელეარხების მეშვეობით გადაიცემოდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930