გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ

10-05-2020

„ჩვენ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ და ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაც-კლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებობაც არ არის“,-ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა.

მისი განცხადებით, საბოლოო შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის.

„ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ და ასევე, პარალელურ რეჟიმში, ამ პასუხისნგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთერთობის კონტექსტში, როდესაც გვინდა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი გავხდეთ. ის, რაზეც საბოლოო შეთანხმება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. და იმისთვის, რომ აქ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031