გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სროლა რუსთავში - დაჭრილია ერთი ადამიანი

23-03-2018

დაჭრა რუსთავში - თოდრის 5 ნომერთან ახალგაზრდების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

“კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არც დაშავებული და არც დანაშაულის კვალი არ დახვედრიათ.

ნივთმტკიცებები შემთხვევის ადგილიდან გაწმენდილი იყო, დაშავებულს კი ჰოსპიტალიზირება არ სჭირდებოდა.

თვითმხილველები პირად საუბარში ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

დეტალებზე შინაგან საქმეთ სამინისტრო ჯერ არ საუბრობს, გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დაიწყო.



RUSTAVI2.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031