გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინგლისში 4 წლის გოგომ დედა სიკვდილს გადაარჩინა

13-05-2020

ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში 4 წლის გოგომ დედა სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.

32 წლის კეტი ჰემფრისი 4 წლის ფეისთან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც ქალს ასთმის მძიმე შეტევან დაეწყო. გონების დაკარგვამდე ქალმა მოასწრო, შვილისთვის ეთქვა, რომ „დედას დახმარება სჭირდება“.

ამის შემდეგ გოგომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და ექიმები გამოიძახა. მან ოპერატორს დედის სახელი უთხრა და თქვა, რომ „დედიკო ვეღარ სუნთქავს“.

ოპერატორი ბავშვს ექიმების მოსვლამდე ესაუბრებოდა. ფეიმ ექიმებს კარი გაუღო, მათ კი 32 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031