გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფელ მუშევანში მოსახლეობის შემოწმება PSR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს

13-05-2020

სოფელ მუშევანში რისკჯგუფებში მყოფი მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღება აქტიურად

მიმდინარეობს. მოქალაქეებს PCR ტესტირებას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები უტარებენ.

PSR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო.

სოფელში შემდგომი კვლევების აუცილებლობა სწორედ PCR ტესტების მეშვეობით აღებული ბიოლოგიური ნიმუშების პასუხების შედეგად გადაწყდება. აღსანიშანავია, რომ ამ დროისთვის მუშევანში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 122 მოქალაქეს დაუდასტურდა. 46 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 73, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031