გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მხატვრებს შეხვდა

23-03-2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მხატვრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდებმა მადლობა გადაიხადეს თბილი მიღებისთვის, მათი შემოქმედებისა და ღვაწლის მაღალი შეფასებისათვის. სამომავლოდ მხატვრები აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით სხვადასხვა გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას.


მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრეთვე მთავრობის სხვა წევრები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930