გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

23-05-2020

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, დაიგება გზის საფარი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 900 000 ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოებს კომპანია „გზატკეცილი პირველი“ აწარმოებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031