გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-05-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი გლდანის, გლდანის მასივისI, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნის და განთიადის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ლისის თბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელის, ნუცუბიძის, დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031