გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: ამ ეტაპზე ინფექციის ზრდას არ ველით

25-05-2020

"დღევანდელი მდგომარეობით კოვიდინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0,59 რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, იმ რეგიონებში სადაც ჯერ კიდევ არის კოვიდინფიცირების გადაცემის შემთხვევები, ეპიდემიოლოგები მუმდივ რეჟიმში მუშაობენ.

"როგორც ცნობილია გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა, ასევე ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შემდეგ არის გარკვეული მოლოდინი, რომ კოვიდინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031