გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

30-05-2020

ინდოეთის მთავრობამ პაკისტანელ მეთევზის კუთვნილი მტრედი გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც სამხედროებმა დაადგინეს, რომ ფრინველი ჯაშუში არ არის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მტრედი 28 მაისს გაათავისუფლეს, რადგან საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მთავრობაში არ აკონკრეტებენ სად გაუშვეს ფრინველი და დაუბრუნდა თუ არა ის მფლობელს.

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მტრედის პატრონმა ფრინველის გათავისუფლების თხოვნით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31