გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

26-03-2018

მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 186.9 მილიონი ლარით, ანუ 0.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი მარტისათვის 33.6 მლრდ ლარი შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია.
პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი-მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930