გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძლიერმა სეტყვამ ონის სოფლები დააზარალა

5-06-2020

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები სორი და გომი დააზარალა. სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შედეგად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურები, დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას გაეცნო. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დაანგარიშება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31