გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანს covid19 დაუდასტურდა

7-06-2020

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარ ტოკაევის ​პრესმდივანს, ბერიკ უალის კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ძვირფასო მეგობრებო!

სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად, ბოლო ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ვიმყოფები საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აქვე მოგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის მეთაური რეგულარულად გადის ტესტირებას.

ყველას მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ საკარანტინო რეჟი და გაუფრთხილდეთ საკუთარს,  ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას. არ შეიძლება პანდემიას არასერიოზულად მიუდგეთ. თავს გაუფრთხილდით!” – წერს ბერიკ უალი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031