გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეს: სისულელეების ლაპარაკი ქვეყანას აზიანებს

12-06-2020

ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება - სისულელეს უწოდებს.

ამის შესახებ ოქრუაშვილი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930