გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინდა

12-06-2020

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა.

„დღეს კორონავირუსზე ტესტის პასუხი მივიღე, რომელიც დადებითია. მოულოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ“, - განაცხადა ელენა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მისი მეუღლისა და შვილების ტესტის პასუხი უარყოფითია.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ოჯახის წევრებისგან იზოლირებულია.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031