გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-06-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ჭოპორტის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, არბოს, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ხერთვისის, ჟღენტის, ორბეთის, ნაქალაქევის, კეხვის, იოსელიანის, ახალმოწამეთა, ხუდადოვის, მექანიზაციის, შერვაშიძის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, კვარაცხელიას, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, ინტერნატის, ურიდიას, კაჭრეთის, ფილიას, გორდის და გარეჯის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე კი ელექტროენერგიას მუხიანის II, III, IVა მიკრორაიონების, მასივის IVკვარტლის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის, გამარჯვების, დიღმის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031