გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებულებზე: ჩუმი ჰიპოქსია ჰქონდათ, ჩუმად მძიმდებოდნენ, თვითონაც ვერ გრძნობდნენ ამას

18-06-2020

სანიტრად დავიწყე რეანიმაციაში მუშაობა, დაახლოებით 20-წლიანი სტაჟი მაქვს და ასეთი დამძიმებული სუნთქვის უკმარისობა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს, არ მინახავს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები უეცრად მძიმდებოდნენ და მათ ჰიპოქსია აღენიშნებოდათ.

„უეცრად, საათობრივად, ლაპარაკის დროს შეიძლება დამძიმდეს პაციენტი. თანაც, როდესაც სხვა დაავადებების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა გამოიხატება, ამას ხედავ, პაციენტებიც სხვანაირად იქცევიან, სხვანაირ პოზას იღებენ, გეუბნებიან, რომ ვერ სუნთქავენ, მაგრამ ახლა პაციენტებს ჩუმი ჰიპოქსია ჰქონდათ, ჩუმად მძიმდებოდნენ, ისე, რომ თვითონაც ვერ გრძნობდნენ ამას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31