გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საბურთალოს“ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მაშველები მდინარეებში ეძებენ

20-06-2020

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ორი დღეა ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე გავრცელდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიორგი შაქარაშვილის სამაშველო ოპერაციაში 60 მაშველი და 6 მყვინთავია ჩართული.

„19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი“, - აცხადებენ უწყებაში.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930