გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

31-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის მოსთხოვა თანხა - 4000 ლარამდე. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31