გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს

27-06-2020

უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს, ის საჯარო მოხელეებმა ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина24-ზე სტუმრობისას განაცხადა.


„უკრაინაში არსებობენ საჯარო მოხელეები, რომლებიც არარსებული სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ - იმიტომ რომ სახელმწიფო მაშინ არსებობს, თუ ის ყველას იცავს და სამართლიანობის უზრუნველყოფა შეუძლია. სად ხედავთ ამას უკრაინაში? ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, მათ თითოეულ ჯგუფს კი თავისი უფროსი ჰყავს. ცხოვრების ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენ. ადამიანი დაბადებისთანავე რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს მიეკუთვნება და სად არის სახელმწიფო? ის უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31