გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიანეთში ციმბირის წყლულის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

1-07-2020

თიანეთში სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ჯილეხი პირუტყვს და მის მეპატრონეს აღმოაჩნდა.

"ეს შემთხვევა დაფიქსირდა ლოკალურად ერთ ოჯახში. ამ ოჯახში გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ეს გულისხმობს პირველ რიგში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ნიმუშების აღებას, ლაბორატორიაში გადაგზავნას, ადგილზე დეზინფექციების ჩატარებას და რა თქმა უნდა ცხოველების იმუნიზაციას, არამახოლოდ იმ ოჯახში, არამედ მთელ სოფელში და მის მომიჯნავე სოფლებში", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ ტყებუჩავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31