გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში შუახნის მამაკაცი მოკლეს

3-07-2020

ფოთში 43 წლის მამაკაცს სასტიკად სცემეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მედიკოსების განმარტებით, დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.


"43 წლის მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა გაგა ტყეშელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031