გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს

6-07-2020

გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.

„მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეჰყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან. ამიტომ, ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031