გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: ოპოზიცია ვირუსის მხარეს დადგა

7-07-2020

„ოპოზიცია დადგა ვირუსის მხარეს პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ იმას კიარ ვამბობთ, რომ რაღაც მსხვილ კალიბრიანი იარაღი გვჭირდება ანუ საგანგებო მდგომარეობა - ჩვენ ვამბობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა მართოს ეპიდსიტუაცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაგვჭირდეს განსაკუთრებით იმ პერიოდში როცა ის არჩევნების გადაწევას გამოიწვევს. როგორც ჩანს მათ უნდათ რომ ვირუსი გავრცელდეს და ცუდი მდგომარეობა იყოს ქვეყანაში, რომ შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმი გამოიყენა და ოპოზიცია ამ მექანიზმს ებრძვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31