გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რუსთავის“ მწვრთნელი სულიკო დავითაშვილი გახდა

8-07-2020

„რუსთავის“ მწვრთნელი სულიკო დავითაშვილი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის. ვარლამ კილასონიამ ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კილასონია მუშაობას საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ საკლუბო სტრუქტურაში განაგრძობს“ - წერია კლუბის განცხადებაში.

სულიკო დავითაშვილი ბოლო წლებში თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ მუშაობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31