გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

3-04-2018

თბილისში დადიანის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 
დაშავებულს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
„ავადმყოფი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. მათ მიერ ნანახია ცეცხლსასროლი ჭრილობით, როგორც გადმოცემით ვიცით, დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. აღენიშნებოდა ბარძაყის არეში გამჭოლი ჭრილობა. მდგომარეობა მძიმეა“- განაცხადა ექიმმა, ცოტნე კუტალაძემ.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930