გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

10-07-2020

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული კლინიკა "მედცენტრშია" გადაყვანილი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ცნობით, ამ დროისათვის მას ოპერაცია უტარდება.

„ 17 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით შემოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ოპერაცია",- აცხადებენ კლინიკაში.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930